ბსუ-ში ჟურნალისტიკის უახლესი სახელმძღვანელოს „კონვერგენტული ჟურნალისტიკა“ და სტუდენტური ჟურნალის „მედიალაბორატორია“ წარდგენა გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვინსენტ ფილაკის სახელმძღვანელოს „კონვერგენტული ჟურნალისტიკა“ პირველი ქართული თარგმანის და სტუდენტური ჟურნალის „მედიალაბორატორია“ წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალისტიკის უახლესი სახელმძღვანელო „კონვერგენტული ჟურნალისტიკა: შესავალი (წერა და პროდიუსირება მედიაში)“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გამოსცა.

„21-ე საუკუნის პრაქტიკული ჟურნალისტიკის ინოვაციური სახელმძღვანელოს თითოეული თავი შესაბამისი სფეროს ექსპერტის მიერ არის დაწერილი და თანამედროვე ჟურნალისტიკის სხვადასხვა ასპექტის პრაქტიკულ და საკვანძო უნარებს ასახავს.

წიგნი დაეხმარება სტუდენტებს ციფრული მედიის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაში. სახელმძღვანელო ასევე განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის, დაინტერესებული პირებისა და ფართო საზოგადოებისთვის. ახალი სახელმძღვანელო საჩუქრად გადაეცემა საქართველოს წამყვან მედიასკოლებს. „კონვერგენტული ჟურნალისტიკა“ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში ითარგმნა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Bulgarian Development Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა.

ვინსენტ ფილაკის სახელმძღვანელო „კონვერგენტული ჟურნალისტიკა“ საზოგადოებას ბსუ-ს „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ინგა შამილიშვილმა და წიგნის მთარგმნელმა, ბსუ-ს ასისტენტ პროფესორმა მარი კორინთელმა წარუდგინეს. წიგნის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და სახელმძღვანელოს მნიშვნელობასა და ციფრული მედიაგანათლების აუცილებლობაზე ისაუბრა. ყურადღება საგანმანათლებლო და სხვადასხვა სახის პროექტებში ბულგარეთის საელჩოს აქტიურ მხარდაჭერასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა. ღონისძიებას სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ასევე სტუდენტური ჟურნალის „მედიალაბორატორია“ წარდგენა გაიმართა. ჟურნალი „მედიალაბორატორია“ ბსუ-ს „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის „გრაფიკული მედიის“ სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტებმა: ანა ბაჟუნაიშვილმა, ელიზა ეფაძემ, მარიამ ხალვაშმა და დიანა ცეცხლაძემ ნანა კვაჭაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს. ჟანრობრივად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ჟურნალის საშუალებით მკითხველი გაეცნობა საინტერესო რეპორტაჟებს, სტატიებს, კვლევებს, ინტერვიუებსა და ფოტორეპორტაჟებს ქვეყნის მნიშვნელოვანი ამბების შესახებ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება