ილია დარჩიაშვილი - თუ ჩვენი ოპონენტები მოისურვებენ და აიღებენ თავის წილ პასუხისმგებლობას საქართველოს რეფორმებზე, ეს ავტომატურად ძალიან დიდ ეფექტს მოიტანს, დეპოლარიზაციის თვალსაზრისით

თუ კი ჩვენი ოპონენტები მოისურვებენ და ამ პროცესში [რეკომენდაციების შესრულებაში] მონაწილეობას მიიღებენ და საქართველოს რეფორმებზე თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებენ, რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად თავის ძალიან დიდ ეფექტს მოიტანს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, „თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს“.

„ჩვენი მთავარი გზავნილი ყოველთვის იყო, არის და იქნება, რომ ყოველ მომდევნო არჩევნებზე საქართველომ უკეთესი შედეგი ანახოს. ეს არის განპირობებული იმით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ვენეციის კომისიასთან და ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან იმისთვის, რომ ყველა ის რეფორმა, ამ მხრივ განვახორციელეთ და რევოლუციური ნაბიჯები გადაიდგა, ასე ვიტყოდი. ახალი საარჩევნო კოდექსი და მის გარშემო მიღებული ყველა გადაწყვეტილება - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ერთ-ერთი გამჭვირვალე, ტრანსპარანტული და მაღალი დონის არჩევნები იქნება, რომლისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, როგორც პრაქტიკულად, ისე საკანონმდებლო დონეზე და ამაზე მეტყველებს და ადასტურებს ის კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა და რომლებიც პროცესშია და მომავალში განხორციელდება.

რაც შეეხება დეპოლარიზაციას, თუ კი ჩვენი ოპონენტები მოისურვებენ და ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას და აიღებენ თავის წილ პასუხისმგებლობას საქართველოს რეფორმებზე, რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად თავის ძალიან დიდ ეფექტს მოიტანს, დეპოლარიზაციის თვალსაზრისით. ყოველთვის ვამბობდით რომ ჩვენ მზად ვართ, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ დეპოლარიზაცია შემცირებულიყო. ამის ძალიან ბევრი მაგალითია. თუმცა, რომ კითხოთ, რა გააკეთა დეპოლარიზაციისთვის საქართველოში ოპოზიციამ, არც ერთი მაგალითი არ მახსენდება. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას, ჩვენს ოპონენტებს, რომ აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება