საგარეო საქმეთა მინისტრი - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არის საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ძალიან დიდი გულშემატკივარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არის საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ძალიან დიდი გულშემატკივარი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ „საქართველოს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ევროპულ ოჯახში“.

„დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული ადამიანები თავის მნიშვნელოვან და ღირებულ წვლილს შეიტანენ იმაში, რომ საქართველოს ევროპული საბჭოს ფორმატში დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბატონი ვიქტორ ორბანის საკითხს, მინდა გითხრათ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არის საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ძალიან დიდი გულშემატკივარი, როგორც თვითონ, ასევე მისი მთავრობა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე მრავალმხრივ ფორმატებშიც გვაქვს კარგი გამოცდილება. ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან გვაქვს ძალიან დინამიკური ურთიერთობები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დადებითი რეკომენდაციის შესახებ. საბოლოოდ ჯერი დგება წევრ ქვეყნებზე, ვინც თითო ხმა უნდა მისცეს კონკრეტული. ჩვენ ძალიან ახლოს ვმუშაობთ მეგობრებთან, მათ შორის უნგრეთთან. ვაგრძელებთ მუშაობა, რომ ეს გულშემატკივრობა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგში გადაიზარდოს და ეს შედეგი არის საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა