ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, აღნიშნავენ, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„შეხვედრა ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და ევროსაბჭოს კონგრესს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

ამას გარდა, საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მუშაობას და ამ ნაწილში თანამშრომლობის საკითხს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზეა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონგრესის მხარდაჭერა.

თავის მხრივ ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართ მათი მხარდაჭერა დაადასტურეს და საკრებულოს წევრებს კონგრესის სამომავლო ხედვებზე, გეგმებსა და დაფინანსებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. მხარეებმა ასევე ივნისში, თბილისში დაგეგმილი კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომის შესახებაც ისაუბრეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში