ანონსი  28 ნოემბერი

28 ნოემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ გაიმართება კონფერენცია „მწვანე, ინკლუზიური და ზრდის ფინანსები“, რომელიც ეწყობა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჯგუფის მიერ „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“ თანამშრომლობით.

კონფერენციას გახსნის ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

28 ნოემბერს 10:00 საათზე, „ევროკავშირი და საქართველო სოფლის მდგრადი განვითარებისათვის“ თემაზე, სოფლის განვითარების კონფერენცია ჩატარდება, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობით გაიმართება.

მის: „ექსპო-ჯორჯია“, მე-3 პავილიონი

28 ნოემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს. თემა: „ბიუჯეტის პროექტი"

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ნოემბერს, 10:30 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

28 ნოემბერს, 11:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული

28 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია, პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციის წევრებთან ერთად ბრიფინგს გამართავს

თემა: მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა - სტუდენტების ბინის ქირაობასთან დაკავშირებით სუბსიდირების მოთხოვნა მთავრობას.

მის: ბროსეს ქუჩა #6

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

28 ნოემბერს, 11:00 საათზე, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება, სადაც წარადგენენ ახალ კამპანიას „საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში“.

მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

28 ნოემბერს, 11:30 საათზე, ქუთაისში, პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, საერთაშორისო, სოციალური პარტნიორების, შრომის ინსპექციის, რეგიონული ინიციატივების ცენტრის, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და გენდერის მიმართულებით მომუშავე წარმომადგენლობების ჩართულობით, ქალთა შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ღონისძიება გაიმართება.

მის: ქუთაისი, სასტუმრო „ქუთაისი ინნ“, აღმაშენებლის 2.

საკონტაქტო: 514 000 432

28 ნოემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

28 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

28 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრი“ გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას თემაზე - „არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობა საქართველოში“.

საკონტაქტო ტელ: 577 28 81 98 ლონდა თოლორაია

28 ნოემბერს, 13:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს, რომელიც „საქართველოს ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემის ამკრძალავ, მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, ასევე კორუფციული გზით, უკვე გაცემული ლიცენზიების გაუქმების საშუალებებს“ მიეძღვნება.

საკონტაქტო: 597 001 923 / 558 29 69 80

28 ნოემბერს, 13:30 საათზე, თბილისის საკრებულოში ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

მის: თავისუფლების მოედანი N2

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება