იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ფინეთზე მიგრაციულ ზეწოლას მიზანმიმართულად ქმნის

ფინეთზე მიგრაციულ ზეწოლას რუსეთი მიზანმიმართულად ქმნის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე კვირაა მოსკოვი ფინეთში მიგრანტების შესვლას უწყობს ხელს, რამაც სასაზღვრო პუნქტების დახურვა გამოიწვია. რუსეთი მიგრაციას ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მოკავშირე ფინეთს და მივესალმები „ფრონტექსის“ ძალისხმევას, რომლითაც იგი ფინეთს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა და ახლა დასავლეთის დემოკრატიების დესტაბილიზაციას დეზინფორმაციის გავრცელებით, კიბერშეტევების და მიგრაციის გზით ცდილობს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება