ჯო ბაიდენი - კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებთან კონტაქტზე ვრჩები, რათა დავრწმუნდე, რომ შეთანხმების ყველა ასპექტი განხორციელდება

კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებთან კონტაქტზე ვრჩები, რათა დავრწმუნდე, რომ შეთანხმების ყველა ასპექტი განხორციელდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ბაიდენი აგრძელებს მუშაობას, რომ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა კიდევ გაგრძელდეს.

„მე საომარი მოქმედებების დროს პაუზას მუდმივად ვითხოვდი, რათა ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაჩქარებულიყო და ხელი შემეწყო მძევლების გათავისუფლებისთვის“, - წერს ჯო ბაიდენი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა