ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკომისიის პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ უკრაინა დეკემბერში დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომამდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრისას უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი განიხილა.

„მე ევროკომისიის პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ უკრაინა დეკემბერში დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომამდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს, მათ შორის ეროვნული უმცირესობების უფლებებთან და ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებით“, - წერს ზელენსკი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მრავალწლიანი დახმარების პროგრამის დამტკიცება, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის საუკეთესო სიგნალი იქნება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს