პაატა მანჯგალაძე - პროცესში, რომელიც იმიტაციას ემსახურება, ჩემს თავს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება, „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში

შემხვედრი წინადადება მაქვს „ქართული ოცნებისთვის“, თუ გადმოდგამენ ნაბიჯს და ჩვენი ინიციატივების განხილვას დაიწყებენ, ვიფიქრებ, ვიმუშაო სამუშაო ჯგუფში - პროცესში, რომელიც ემსახურება იმიტაციას, ჩემს თავს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან ცხრა დათქმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებში მუშაობის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ შეუჯერებია პარტიაში და სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან, ამიტომ თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა, მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება“ ცხრა პირობას შეასრულებს.

„18-მა თვემ გვანახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმიტაციას მოახმარა ის ცხრა სამუშაო ჯგუფი, ერთი ინიციატივაც კი არ არსებობს, სადაც ოპოზიციასთან ან არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით რაიმე კომპრომისი გააკეთა. შემხვედრი წინადადება მაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენ ინიცირებული გვაქვს ექვსი კანონპროექტი რეკომენდაციების შესრულებაზე, თუ გადმოდგამენ ნაბიჯს, განხილვას დაიწყებენ, სიამოვნებით ვიფიქრებ, ვიმუშაო სამუშაო ჯგუფში. მანამდე პროცესში, რომელიც ემსახურება იმიტაციას და ხალხის შეცდომაში შეყვანას, მე პირადად ჩემს თავს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება და მეტყვიან, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში, თუ საქართველოს დასჭირდა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში