სალომე სამადაშვილი - ძალიან სულელი უნდა იყო, გჯეროდეს, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება დეოლიგარქიზაციას, ანუ თვითლიკვიდაციას მოახდენს - ფუჭი დაპირების ამ ქვეყანაში არავის სჯერა

ძალიან სულელი უნდა იყო, გჯეროდეს, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება დეოლიგარქიზაციას, ანუ თვითლიკვიდაციას მოახდენს, ამიტომ რუსული ხელისუფლების სამოქმედო გეგმის და ფუჭი დაპირების ამ ქვეყანაში არავის სჯერა,- ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, „ლელოს“ ინიცირებული აქვს კანონპროექტები და თუ „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულება სურს, შეუძლია მათი განხილვა დაიწყოს.

„ლელო“ დიდი ხანია კონსტრუქციულად არის ჩართული ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაში, ეს აისახება იმაში, რომ ჩვენს მიერ გასული წლის მანძილზე დაინიცირებულია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსულმა ხელისუფლებამ დღის წესრიგშიც კი არ შეიტანა. რუსულმა ხელისუფლებამ ჩააგდო ევროკავშირის ყველა მოთხოვნის შესრულება და ამიტომ არის დღეს წარმოდგენილი პირობებით კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი. ძალიან სულელი უნდა იყო, გჯეროდეს, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება დეოლოგარქიზაციას მოახდენს ანუ თვითლიკვიდაციას, ამიტომ რუსული ხელისუფლების არანაირი სამოქმედო გეგმის, არანაირი ფუჭი დაპირების ამ ქვეყანაში არავის არ სჯერა. ჩვენ მივიღეთ სტატუსზე დადებითი დასკვნა ევროკომისიისგან მიუხედავად მათ მიერ ჩაგდებული მოთხოვნებისა. „ლელოს“ გზავნილი არის მარტივი, ჩვენ დაინიცირებული გვაქვს ევროკავშირის მოთხოვნის შესასრულებელი ინიციატივები პარლამენტში, დაიწყონ ამ ინიციატივების განხილვა, ეს არის გზა ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება