ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა

ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილა.

ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა და ხაზი გაუსვა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მცდელობებს.

ალიევთან საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ კონფლიქტმა აზერბაიჯანელებსა და სომხებს მხოლოდ ტანჯვა მოუტანა და დააფიქსირა ის, რომ მშვიდობა რეგიონში ყველასთვის სასარგებლო იქნება.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება