ნინო წილოსანი - სანამ უაზრო კინკლაობით ართობს ჩვენი ოპონენტი საკუთარ ამომრჩეველს, ხოლო პრეზიდენტი ღირებულებების აღრევის საღამოებს მართავს, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და აზია-ევროპის ველზე პოზიციებს იმაღლებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ღირებულებების აღრევის საღამოებს მართავს“. ამის შესახებ მან, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„მანამ, სანამ უაზრო პოლიტიკური კინკლაობით ართობს ჩვენი ოპონენტი საკუთარ ამომრჩეველს, ხოლო პრეზიდენტი ღირებულებების აღრევის საღამოებს მართავს, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და მთლიანად აზია-ევროპის გეოპოლიტიკურ ველზე პოზიციებს იმაღლებს. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გასულ კვირას საპატიო სტუმრად იყო მიწვეული, აზერბაიჯანი-ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების, გაეროს სპეციალური პროგრამის ფარგლები ორგანიზებულ სამიტზე, რომელიც ბაქოში მიმდინარეობდა და ემსახურება სუბრეგიონული თანამშრომლობის გამყარებას“,- განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში, ათონელის რეზიდენციაში, მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრებს, ყოველდღიურად, მართავს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!