თინა ბოკუჩავა - სისტემატური ხასიათი აქვს, როცა „ოცნების“ კაცი დეპუტატები არ ერიდებიან თავდასხმას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ - მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ეს ქართული და კაცურია?

ამგვარ თავდასხმას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს, როდესაც „ქართული ოცნების“ კაცი დეპუტატები ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ ძალადობას, სიძულვილის ენას და თავდასხმას არ ერიდებიან - მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ქალის ამგვარი შეურაცხყოფა ან ქართულია, ან ეროვნულია, ან კაცურია, ან ევროპულია ან რაიმე მორალში ან სტანდარტში ჯდება,- ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა მძიმე პრობლემაა და „იმის მაგივრად, რომ საქართველოს პარლამენტი თავის კანონშემოქმედებითი საქმიანობით ამ პრობლემას აგვარებდეს, თქვენი რიტორიკით, თქვენი საქციელით, თქვენი ქმედებით აღრმავებთ მას“.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში წინა პლენარული სხდომის დროს მოხდა, როდესაც საქართველოს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ უკიდურესად ამორალური, უხამსი სიძულვილის ენა გამოიყენა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის წინააღმდეგ. ამგვარ თავდასხმას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს, როდესაც „ოცნების“ კაცი დეპუტატები არ ერიდებიან ძალადობას, სიძულვილის ენას და თავდასხმას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს პარლამენტისთვის უდიდესი სირცხვილი და მათ შორის, ამგვარი ამორალურობა საქართველოს პარლამენტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი, არ უნახავს. სავარაუდოდ, ეს თქვენი ბოლო ჟამისკენ [წასვლას] მიანიშნებს. ის, რომ პრაქტიკულად დუმხართ ამ ფაქტებზე, თქვენც, თითოეულ თქვენგანს, ამ პროცესის თანამონაწილეს გხდით. პოზიციონირებთ ხოლმე, როგორც ქართული, ეროვნული, „ქართველობის“ დამცველი პოლიტიკური ძალა და მე მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ქალის ამგვარი შეურაცხყოფა ან ქართულია, ან ეროვნულია, ან კაცურია, ან ევროპულია ან ჯდება რაიმე მორალში ან სტანდარტში? სამარცხვინოა ეს და მეტიც, ეს არის დანაშაულის წახალისება ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. თქვენი ფიზიკური ძალადობა, ბატონო შალვა, ისევე, როგორც ბერაიას სიძულვილის ენა, ისევე, როგორც ლევან მგალობლიშვილის ძალადობა, ეს არის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პირდაპირი წახალისება, ქვეყანაში, სადაც ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა. იმის მაგივრად, რომ საქართველოს პარლამენტი თავის კანონშემოქმედებითი საქმიანობით ამ პრობლემას აგვარებდეს, თქვენი რიტორიკით, თქვენი საქციელით, თქვენი ქმედებით აღრმავებთ მას. ამასთან, იმით, რომ თვალს ხუჭავთ და თანაზიარი ხდებით იმის, რაც ჩვენ ბერაიას მხრიდან“ მოვისმინეთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში