სალომე სამადაშვილი - ითქვა, თითქოს „ოცნებას“ ოპოზიცია ვუწოდებთ  რუსებს - გირჩევთ, გაეცნოთ რუსულ პრესას, მოკავშირედ რუსები გაცხადებენ, გიკრავენ ტაშს, პუტინის რეჟიმს მიაჩნიხართ სანდო პარტნიორად

აქ ითქვა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ ჩვენ, ოპოზიცია ვუწოდებთ რუსებს და რუსულ პოლიტიკურ ძალას. მე გირჩევთ, რომ გაეცნოთ რუსულ პრესას და დაინახავთ, რომ საკუთარ მოკავშირედ რუსები გაცხადებენ. რუსები გიკრავენ ტაშს, რუსები მიესალმებიან თქვენს პოლიტიკას და რუსებს, ვლადიმერ პუტინის რეჟიმს მიაჩნიხართ მათთვის ყველაზე სანდო მოკავშირედ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში დღეს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებას“ მიმართა.

სამადაშვილის თქმით, „დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო, მათ შორის რუსეთის ყველა მეზობელი ქვეყანა ფიქრობს, როგორ შეზღუდოს რუსეთის გავლენა საკუთარ სახელმწიფოზე, როგორ შეაჩეროს რუსეთის და მისი მოქალაქეების შედინება მათ ქვეყანაში, მათ შორის დღეს, ფინეთმა მიიღო დამატებითი რეგულაციები, ამ რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, ერთადერთმა გადაწყვიტა, რომ ფიანდაზები უნდა დაუგოს საოკუპაციო რეჟიმს, რომელსაც დღეს, ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% და რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოგვიკლა ჩვენი თანამოქალაქე“.

„ფაქტობრივად, ყოველდღე ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება და „ქართული ოცნება“ წითელი ხალიჩით ეგებება ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანაში მათ ეკონომიკურ გავლენის გაზრდას. მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რა გააკეთა ამ რუსულმა პოლიტიკურმა ძალამ მათი მმართველობის პერიოდში, ჩვენი ქვეყნიდან რუსეთში გასული საქონლის ექსპორტი 7-ჯერ გაზარდა, 7-ჯერ მეტად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყანა რუსეთზე, ვიდრე რუსები ხელში ჩაიგდებდნენ პოლიტიკურ ძალაუფლებას. ორნახევარჯერ გაიზარდა ჩვენი დამოკიდებულება რუსეთიდან შემოტანილი საქონლის თვალსაზრისით და დღეს, თქვენ, ძვირფასო თანამოქალაქეებო, სტუდენტებო, რომლებიც ვერ ქირაობთ ბინას თბილისში, რადგან გაგიძვირდათ ცხოვრება, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის იმ ხალხის დამსახურება ვინც აქ, პარლამენტში სხედან და უმრავლესობის სახელით საქართველოს პარლამენტში იცავენ რუსეთის მოქალაქეების ინტერესებს, ამიტომ თქვეს მათ უარი გუშინ, მსვლელობა მიეცათ „ლელოს“ ინიციატივისთვის, რასაც ჰქვია „საქართველოს დაცვის აქტი“ და უარს აცხადებენ იმაზე, რომ შეზღუდონ ასობით ათასი მოქალაქის უკონტროლო შემოდინება ჩვენ ქვეყანაში, რომლებიც გვართმევენ მიწებს, სახლს, სამუშაო ადგილებს, აძვირებენ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრებას და აქ აწარმოებენ ბიზნესს, რომელსაც არავინ აკონტროლებს. რეალურად, არავინ იცის, მათ შორის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების არიდების თვალსაზრისით დღეს როგორ გამოიყენება საქართველოს ინფრასტრუქტურა. ამ ხალხმა, ვინც აქ უმრავლესობაში სხედან, გუშინ უარი განაცხადა ემსჯელა იმაზე, რომ არ უნდა დათარეშობდნენ ჩვენ ქვეყანაში უკონტროლოდ რუსული, პუტინისტური ფონდები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის