საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ტრენინგში - „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“ მონაწილეობდნენ

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, 2023 წლის 20 - 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობდა სიმულაციური ტრენინგი სახელწოდებით - „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობითა და მონაწილეობით.

ტრენინგის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ ისაუბრა ტრენინგის ჩატარების მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ ტრენინგი მიზნად ისახავდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას ამ სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის პრაქტიკული უნარების გაღრმავებას.

ლევან ძნელაძის თქმით, აღნიშნულ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დროს გამოძიების ეფექტურად წარმართვის მიმართულებით მნიშვნელოვანია უწყებათაშორის კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის გაცვლა, ასევე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების მოძიება/დაყადაღების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ეუთოს ექსპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარეს მათი გამოცდილება, ხედვები და შენიშვნები ტრენინგის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ირგვლივ, მათ შორის დანაშაულზე პარალელური ფინანსური გამოძიების ჩატარების მიმართულებით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში