ირაკლი კობახიძე - დაუჭამიათ ერთმანეთი - პოპკორნით საყურებელია ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება

დაუჭამიათ ერთმანეთი - პოპკორნით საყურებელია ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებას, რომელმაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრობა“ უკიდურესად დასუსტდება და „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად, დაიშლება“.

„დაუჭამიათ ერთმანეთი. არ ვიცი, სხვა რა კომენტარი უნდა გაკეთდეს. მართლა ძალიან კარგი საყურებელია, პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“. რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად მნიშვნელოვანია, არამარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დაიშალოს და აქეთკენ მიდის პროცესები. ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ყველა დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება უკიდურესად დასუსტებული, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად, დაიშლება ამ არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე, ასევე, გამოეხმაურა ხაბეიშვილის განცხადებას და არაოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერით დადასტურებას, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ვერავინ გაიგო დღემდე, მელია არის თუ არა „ნაცმოძრაობის“ წევრი. თვითონ ხაბეიშვილმა და მელიამაც ვერ გაიგეს და სხვას რა უნდა გააგებინონ? სუსტდება პარტია, მიმდინარეობს შიდა დაპირისპირება, შიდა კინკლაობა და თვითონ ვერ გაერკვნენ, რა ხდება ამ პარტიაში. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება ეს პროცესები, მით უკეთესი“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს კარგავს.

„ჩვენც ვამბობდით, რომ 20 პროცენტს ჩამოსცდა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი და ეს უხარია, როგორც ჩანს ხაბეიშვილს. იმ პირობებში, როცა ამ პარტიის თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, ლიდერი კეზერაშვილი და ა.შ. ეს 16 პროცენტიც ზედმეტია, ბუნებრივია, ამ პარტიისთვის. რაც ნაკლები პროცენტი ექნება „ნაცმოძრაობას“, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

მაშინაც აბსოლუტურად დეგრადირებული იყო ეს პარტია, როცა აიღეს 27 პროცენტი, დღეს ისეთი მდგომარეობაა „ნაცმოძრაობაში“, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ უჭერენ მხარს, ამიტომ არის მათი რეიტინგი შემცირებული. როცა კომიკური ფიგურა გყავს თავმჯდომარედ, როცა ლიდერი გყავს კეზერაშვილი, რომელმაც ჯერ ჯარი და ბიზნესმენები გაძარცვა და ახლა პენსიონერებს ძარცვავს, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეს 16 პროცენტიც ზედმეტია, საკუთარი მხარდამჭერები დაკარგეს. ჩვენ ვამბობდით, რომ 20 პროცენტს ჩამოსცდა და 16 არისო ხაბეიშვილს უთქვამს, ამაყობს 16 პროცენტით“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში