უკრაინაში ძლიერ შტორმს კიდევ 5 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, ოდესის ოლქში ძლიერი შტორმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 19 კი დაშავდა. საერთო ჯამში, 26 ნოემბერს დაწყებული შტორმის შედეგად, ქვეყანაში სტიქიას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სახელმწიფო და რეგიონულ დონეებზე ოპერატიული შტაბები იქამდე გააგრძელებენ მუშაობას, სანამ სიტუაციაზე კონტროლი მთლიანად არ აღდგება.

ზელენსკის თქმით, ძლიერი ქარისა და ნალექის გამო 17 ოლქში 1500-მდე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შავი ზღვის შტორმმა ასევე დააზიანა რუსეთის შავი ზღვის სანაპირო რეგიონები. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო 1.9 მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

BBC-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარება კრასნოდარისა და როსტოვის მხარეებშია. სტიქიურ უბედურებას ქვეყანაში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი ქარიშხალი იყო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმშიც.

გამოცემა ასევე წერს, რომ შავ ზღვაში შტორმის შედეგებს რეგიონის სხვა ქვეყნები, მოლდოვა, ბულგარეთი და საქართველო ებრძვიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს