პრეზიდენტი - მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში დარწმუნებულია და იცის, რა მომავალი უნდა შვილებისთვის, მაშინ ის მიზანს მიაღწევს

რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყვარელში, „ევროკლუბში“ ხელმოწერების კამპანიის - ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო ჩართულობის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე.

„იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეული იყოს, საჭიროა ყველას ჩართულობა. რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს. ეს იწყება ყოველ ქალაქში, სოფელში, თემში, საიდანაც წამოწყებული ყველა ინიციატივა არის ძლიერი. საქართველოს ისტორია მე ძალიან კარგად ვიცი. ხშირად კითხვას ვსვამთ, როგორ გადავრჩით და როგორ მოვედით დღემდე? - იმიტომ გადავრჩით, რომ ყველა ადგილს ჰქონდა თავისი ძალა, თავისი იდენტობა, თავისი თავდაჯერებულობა...

თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ დღეს აქ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა სხვადასხვა მიზეზის გამო, ესეც გამაოგნებელია მაშინ, როცა ასეთი საზოგადოება ჩამოვიდა თბილისიდან და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. თქვენი წამოწყება არის პირველ რიგში ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობა, რომლის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე. რაც შეგვიძლია თქვენს გვერდით ვიდგებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში