არჩილ თალაკვაძე - ამდენი თვის კინკლაობის და ჩხუბის შემდეგ, საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, თუმცა პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან, ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს

ამდენი თვის კინკლაობის და ჩხუბის შემდეგ, საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, თუმცა პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან, ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ძალაუფლების და იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის გადანაწილება, რომელიც დაატოვებინეს და წაართვეს მიხეილ სააკაშვილს.

„როგორც ჩანს, (მელიას საკითხი) იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ბოლო ფაზის საკითხი. ამაზე მიდის მთავარი დებატი, მსჯელობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მაშინ, როცა ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები და ჩვენი საზოგადოება პოლიტიკოსებისგან ელოდება საქმეს და რეაგირებას იმ საკითხებზე, შესაძლებლობებზე, რომელიც დღეს არის საქართველოს ინტერესებში. „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურ ოფსაიდში და არის დაშლის საბოლოო ფაზაში. რაც დათესეს, იმას იმკიან. არ ჰყავთ მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის ხედვა და შიგნით მიმდინარეობს ძალაუფლების და იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის გადანაწილება, რომელიც დაატოვებინეს და წაართვეს მიხეილ სააკაშვილს. თავის მხრივ, სააკაშვილიც ყველანაირად ცდილობს პარტიაში იყოს დაპირისპირება და კინკლაობა, რომ ამით პატიმრობიდან დაამტკიცოს, რომ მის გარდა მხსნელი, ლიდერი და შემაკავშირებელი სხვა არავინ არის. ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ერთი კაცის პარტია, იმართება არადემოკრატიულად და იმართება ანტიევროპული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი ხასიათით. დღეს ეს ყველაზე კარგად ჩანს. ყველაფერი რაც ხდებოდა შიგნით, სააშკარაოზე გამოვიდა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში