უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ (GNARE-მ) უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო.

ამის შესახებ სტატიას BPN.GE აქვეყნებს.

მათი ცნობით, ატესტაციის ოფიციალური პროცესი 15 ნოემბერს დაიწყო, 2023 წლის დასაწყისში კი დახურული სატესტო ვერსია ჩატარდა.

„ბიზნესპრესნიუსის“ თანახმად, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას კურსის ფარგლებში მხარს ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია (CEPI) უჭერს, რომელიც კურსდამთავრებულებს, თავის მხრივ, ევროპულ ატესტატს მისცემს და რომლის რეკომენდაციებზე დაყრდნობითაც შეიქმნა კურსის პროგრამა და სილაბუსი.

კურსი 5-კვირიანია და 11 საკითხისა და 1 გამოცდისგან შედგება.

5 კვირის განმავლობაში, კურსის მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: უძრავი ქონების აგენტის ეთიკის კოდექსი; უძრავი ქონების ტიპები და მათი მახასიათებლები; უძრავი ქონების აგენტის ნიშა; უძრავი ქონების აგენტის მომსახურების მარკეტინგი; ექსკლუზიური ხელშეკრულებები და მათი სწორი პრეზენტაცია; იურიდიული საკითხები უძრავ ქონებაში; საგადასახადო საკითხები უძრავ ქონებაში; ტრანზაქციის პროცესი უძრავ ქონებაში; უძრავი ქონების აგენტის ბიზნესის მენეჯმენტი; უძრავი ქონების შეფასება; უძრავი ქონების საბანკო საკითხები.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კურსდამთავრებულები შეძლებენ ატესტატის მიღებას, რის შედეგადაც მათ მიენიჭებათ უნიკალური კოდი, რათა ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს გადამოწმება ნამდვილად ფლობს თუ არა მისი აგენტი იმ საბაზისო აუცილებელ ცოდნას, რაც ამ სფეროს ნებისმიერ პროფესიონალს მოეთხოვება.

კურსის ტრენერები არიან: უძრავი ქონებისა და საბანკო სფეროს, ასევე იურიდიული, საგადასახადო და საშემფასებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

აღსანიშნავია, რომ ატესტაციის პროცესი არის ლიცენზირების წინაპირობა, რაზეც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია აქტიურად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში