გიორგი ტყემალაძე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელ პარტნიორებთან ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოში ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს მეთიუ მორის და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თბილისის საკრებულოში მიმდინარე ევროპის საბჭოს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ეძღვნება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს 18 მუნიციპალიტეტს მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა ადგილობრივი თვითმმართველობების როლი დემოკრატიის განვითარებაში.

მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის საბჭოს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი მეთიუ მორი, საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდერ კარნერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში