საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2023 წლის მეოთხე სხდომა გაიმართა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისიამ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიისა და მუსლიმთა თემის მიერ შემოტანილი 29 საკითხი.
„კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 27 საკითხიდან დადებითად გადაწყვიტა 21, უარი ეთქვა 5 საკითხზე, ხარვეზი დადგინდა 1 საკითხზე. დადებითად გადაწყდა სომეხთა ეკლესიის 1 და მუსლიმთა სამმართველოს მიერ შემოტანილი 1 საკითხი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.