ალიკა კუპრავა - მივიჩნევ, რომ არის ერთად დგომის დრო და ხელახალი არჩევნების ჩატარება პარტიაში საჭიროებას არ წარმოადგენს - სწორება უნდა იყოს აღებული 2024 წელს, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე

არ მქონია შესაძლებლობა, ჩემს უახლოეს მეგობართან, გიორგი მუმლაძესთან მესაუბრა, მე ერთხელ უკვე დავდექი ჩემს მეგობრებთან ერთად საჭიროების წინაშე, რომ მომეთხოვა პარტიაში ცვლილებები, ახლა ვთვლი, რომ არის ერთად დგომის დრო და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ხელახალი არჩევნების ჩატარება პარტიაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ალიკა კუპრავამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორება უნდა იყოს აღებული „2024 წელს ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე“.

„დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გამომდინარე მესმის, რომ არის ცუდ მდგომარეობაში. ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არ არის პარტიული ყანყალის დრო. მე ვრჩები პარტიაში და ინდივიდუალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პარტია გაძლიერდეს და სწორება იყოს აღებული 2024 წელს ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე. ახლა ყველანაირი პარტიული დაპირისპირება აზიანებს მთავარ მიზანს - საქართველოს გათავისუფლებას რუსული ოლიგარქიული რეჟიმისაგან. არ მქონია შესაძლებლობა არც ამ ბრიფინგამდე და არც ბრიფინგის შემდეგ მესაუბრა გიორგი მუმლაძესთან, ჩემს უახლოეს მეგობართან. ერთხელ უკვე დავდექი ჩემს მეგობრებთან ერთად საჭიროების წინაშე, რომ მომეთხოვა პარტიაში ცვლილებები, ახალ ვთვლი, რომ არის ერთად დგომის დრო და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ხელახალი არჩევნების ჩატარება პარტიაში“, - განაცხადა ალიკა კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი მუმლაძე პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პასუხისმგებლობის აღებისკენ და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც გიორგი მუმლაძე განმარტავს, ხაბეიშვილის რიტორიკა გარკვეული ვიწრო ჯგუფის გაძლიერებას უწყობს ხელს და არა, პარტიის გაძლიერებას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა