თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 3 თვეში ერთხელ ვერ ჩატარდება - როცა გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს საკითხი არ განიხილება

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები ყოველ სამ თვეში ერთხელ ვერ ჩატარდება - მაშინ როცა გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკუჩავას თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცესი დასრულებულია და "მსჯელობა სერიოზულ თემებზე უნდა დაიწყოს".

"ეს თემა ყველას მობეზრდა - მათ შორის მობეზრდა ჟურნალისტების უმრავლესობას, ამომრჩეველს. პროცესისგან სიამოვნებას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს და ამ თემებზე მუდმივი პედალირებით ივანიშვილს სიამოვნებას ვერ მივანიჭებთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს