ანონსი  29 ნოემბერი

29 ნოემბერს, 09:30 საათზე, „რედისონ ბლუ ივერიაში“, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების შესახებ კონფერენციას გამართავენ.

დამსწრეებს მიმართავენ: საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლიზა კოვაკი, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის უფროსი მაკა ფერაძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

საკონტაქტო პირი: მერი მახარაშვილი, 599 500137

29 ნოემბერს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, თემაზე: „საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით“ კონფერენცია გაიმართება.

29 ნოემბერს, 10:30 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

29 ნოემბერს,10:30 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი V სართული)

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (Aკორპუსი, III სართული, ოთახი N307)

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა - პოლიტიკური საბჭოს გაფართოებასთან დაკავშირებით“.

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ სათაო ოფისში, პარტიის საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომელსაც დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რომელზე დასწრებასაც გეგმავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი“.

29 ნოემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

29 ნოემბერს, 13:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კონფერენციას: „სად ვართ დღეს - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკის სისტემური გამოწვევები“ გამართავს.

მის: გია ჭანტურიას ქუჩა #8, ლიტერატურის მუზეუმი

საკონტაქტო პირი: ლიზა ზუბაშვილი, 577 173 070

29 ნოემბერს, 15:00 საათზე, USAID მედია პროგრამა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მართავენ მედიის საპარლამენტო აკრედიტაციის კვლევის პრეზენტაციას.

მის: ირაკლი აბაშიძის ქუჩა 34, ტერმინალი

29 ნოემბერს, 15:00 საათზე, „ლელოს“ ოფისის მიმდებარედ, პირველ ბაქანზე „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ოცნების მიერ ჩაგდებული და განუხორციელებელი მეგაპროექტები. პირობაგაცემული და შეუსრულებელი გეგმები“.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს