განათლების მინისტრი - მნიშვნელოვანი სახელფასო მატება ექნება 2024 წელს სკოლის ტექნიკურ პერსონალს

დამლაგებელს, ტექნიკურ პერსონალს, დარაჯს დეტალურად ვიცი, რა ხელფასიც აქვთ - შემიძლია, ამ ხალხს დავპირდე და ვუთხრა, რომ მნიშვნელოვანი სახელფასო მატება ექნება 2024 წელს ტექნიკურ პერსონალს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით სრული მზაობა არის და ბიუჯეტიც მომზადებულია.

„რაც შეეხება დამლაგებელს, ტექნიკურ პერსონალს, დარაჯს... დეტალურად ვიცი, რა ხელფასიც აქვთ, უხერხულიც არის დღევანდელ პირობებში აღნიშნულზე საუბარი, იმ ანაზღაურებაზე, რომელიც არის.

არის სკოლები, სადაც 160-170 ლარია ჩვენდა სამწუხაროდ ხელფასი. იქ შესაძლოა, 40%-იანი ზრდაც გავაკეთოთ, მაგრამ სადაც დიდი სკოლებია და ანაზღაურება მეტია, ვფიქრობ, მინიმუმ 20%-იან ზრდას და არა 10%-იანს. შემიძლია, ამ ხალხს დავპირდე და ვუთხრა, რომ მნიშვნელოვანი სახელფასო მატება ექნება 2024 წელს ტექნიკურ პერსონალს, გაცილებით მეტი, ვიდრე ეს არის 10%, როგორც ყოველთვის. სრული მზაობა გვაქვს და ბიუჯეტი მომზადებულია“,- აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს