Politico - ბიძინა ივანიშვილის მიზანია საქართველოს ევროკავშირის მოსაცდელიდან გამოყვანა და კრემლის კლანჭებში გადაგდება

ბიძინა ივანიშვილის მიზანია საქართველოს ევროკავშირის მოსაცდელიდან გამოყვანა და კრემლის კლანჭებში გადაგდება, - ამის შესახებ გამოცემა Politico 2024 წლის ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში წერს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს „ჩამშლელთა” კატეგორიაში ასახელებენ.

გამოცემის თანახმად, ფართოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი - მარიონეტებივით მართავს „ქართული ოცნების” პარტიას, რომელიც მანვე დააარსა.

ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლის განმავლობაში საქართველომ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, რის შემდეგაც მოსკოვმა საქართველოში პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა გააუქმა. გამოცემა წერს, რომ თბილისმა საკუთარი პრეზიდენტის წარუმატებელი იმპიჩმენტიც დააინიცირა, რომელიც ევროკავშირის დედაქალაქებს მეგობრული ვიზიტებით სტუმრობდა.

„ანალიტიკოსების თანახმად, ივანიშვილი დიდწილად პასუხისმგებელია საქართველოს პრო-მოსკოვური მიტრიალებისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი კრემლის ძალებისა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მათი მარიონეტების მიერაა ოკუპირებული, ქვეყანა საკვანძო პუნქტი გახდა რუსეთში სანქციებისთვის გვერდის ამვლელი პარალელური ექსპორტისთვის. ამავდროულად, დამკვირვებლები გვაფრთხილებენ, რომ თბილისი უკან მიიწევს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მხრივ - ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ბრიუსელი მისი დიდი ხნის წევრობის განაცხადს განიხილავს,” - წერს გამოცემა.

Politico აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ქართველების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას და თბილისს 2024 წლისთვის ნათლად დახაზული გზა აქვს, თუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში შესვლა სურს.

„კითხვაა, დაუშვებს თუ არა ამას ივანიშვილია?” - წერს გამოცემა.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის