გიორგი ვაშაძე განათლების მინისტრს - ყველაზე მეტი მინისტრი განათლების სამინისტროში გამოიცვალა, ყველაზე მეტი ტყუილი დაპირება განათლების სამინისტროზე გაიცა - დღეს რომ გამოხვედით და ბევრი ახალი დაპირება გვითხარით, რატომ უნდა დაგიჯეროთ?

ყველაზე მეტად მასწავლებლები, მეცნიერები და პროფესორები, მოსწავლეები მოატყუეთ მთელი ამ მოღვაწეობის პერიოდში-ახლა, დღეს რომ გამოხვედით და კიდევ ბევრი ახალი დაპირება გვითხარით, რატომ უნდა დაგიჯეროთ? საქართველოს მოქალაქემ რატომ უნდა დაგიჯეროთ? წინა დაპირებები შეასრულეთ? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, როდესაც პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მიმართა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ განათლების სამინისტრო ყველაზე ხშირი ექსპერიმენტების საგანია.

„ყველაზე მეტი მინისტრი განათლების სამინისტროში გამოიცვალა, ყველაზე მეტი ტყუილი დაპირება განათლების სამინისტროზე გაიცა. ყველაზე მეტად მასწავლებლები, მეცნიერები და პროფესორები, მოსწავლეები მოატყუეთ მთელი ამ მოღვაწეობის პერიოდში. ახლა, დღეს რომ გამოხვედით და კიდევ ბევრი ახალი დაპირება გვითხარით, რატომ უნდა დაგიჯეროთ? საქართველოს მოქალაქემ რატომ უნდა დაგიჯეროთ? წინა დაპირებები შეასრულეთ? მე ჩამოგითვალეთ ის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, რომელიმე მათგანი შესრულებულია?

როდესაც ამბობთ, უფასო კვებას მაშინ დავიწყებთ, როდესაც ყველაფერს შევისწავლითო, სადაც შესწავლილია დაიწყეთ, აგერ, 2 წელია თურმე სამუშაო ჯგუფი არსებობს განათლების სამინისტროში. შესაძლოა, თქვენ არ იყავით მინისტრი, მაგრამ თქვენი პოლიტიკური ძალა იყო ხელისუფლებაში, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით. ისევ ტყუილი, საქმის გადადება. შემდეგ აღმოჩნდება, რომ წინასაარჩევნოდ 1 თვით ადრე შესაძლოა რაღაც სკოლებში დაიწყოს ეს უფასო კვება. არადა, უფრო სიჯიუტე მგონია უფასო კვების საკითხი“,- აღნიშნა ვაშაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს