საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ჩამოვიდა

საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღალი რანგის სტუმარს „სადახლოს" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დახვდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

„აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში სიტყვით გამოვა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმზე. დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა კოლეგებთან ერთად გაეცნობა 2024 წლის 2-5 მაისს, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის საორგანიზაციო სამუშაოებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში