ოთარ შამუგია - თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა 2024 წელსაც განხორციელდება

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა 2024 წელსაც განხორციელდება. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია მცირე ფერმერებისთვის, როგორც მოსავლიანობის გაზრდისთვის, ასევე უკეთესი ხარისხის თხილის მისაღებად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა პირველად 2023 წელს განხორციელდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში, 90 ათასამდე ფერმერმა კი მიიღო სახელმწიფოს მხარდაჭერა.

„ეს მხარდამჭერი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ სწორედ მცირე ფერმერებს, სადაც გვაქვს ძალიან დაბალი მოსავლიანობა და ასევე ხარისხიც არ არის დამაკმაყოფილებელი, ხელი შევუწყოთ მათ, როგორც ამ მხარდამჭერი მექანიზმით, ასევე ცოდნის გაზიარებით, თუ როგორ უნდა მოუარონ მათ თავიანთ ფართობებს, რათა უფრო მაღალ პროდუქტიულობას მივაღწიოთ მცირე ფერმერების ნაწილში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მსხვილი ფერმერები და ინდუსტრიული ბაღები, სადაც ჩვენ მოსავლიანობა გვაქვს ორი ტონა - ორ ტონა ნახევრის ფარგლებში, როცა მცირე ფერმერების შემთხვევაში ეს არ აღემატება 700-800 კილოს. ჩვენ თუ შევძლებთ ამ მაჩვენებლების გაორმაგებას, გაუმჯობესებას, ეს ნიშნავს რომ გაცილებით მეტი შემოსავალი ექნება ქვეყანას თხილის ექსპორტისგან. აღსანიშნავია, რომ თხილის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება და ეს არის მნიშვნელოვანი სექტორი. მე თქვენ დაგისახელეთ რიცხვები თუ რამდენი მოსარგებლე ყავდა ამ პროგრამას, ანუ ეს არის ათი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო. ჩვენ ამ მაჩვენებლებს თუ გავაუმჯობესებთ სხვადასხვა მხარდამჭერი მექანიზმებით მცირე ფერმერებში, შესაძლებლობა გვექნება თხილის ექსპორტიორ ქვეყნებში სამეულში შევიდეთ, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მეტ შემოსავალს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში