აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელის არსებობის უფლების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელის არსებობის უფლების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

Business Insider-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელის არსებობის უფლებას ადასტურებს და „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 412-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დემოკრატმა, რაშიდა ტლაიბიმ, რომელიც მიჩიგანს წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, ხოლო რესპუბლიკელმა, ტომას მასიმ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა