ჭაჭუნას ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს

ჭაჭუნას ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვამ დაათვალიერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჭაჭუნას აღკვეთილში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება „საბუკოს“ (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის) პროექტის „ჭაჭუნას აღკვეთილში ბუნების კონსერვაციაზე ორიენტირებული ვიზიტორთა მომსახურების სერვისების შექმნა და განვითარება” ფარგლებში მიმდინარეობს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ჭაჭუნას ეროვნულ პარკში მოეწყო ტურისტებისთვის განკუთვნილი კოტეჯები, კემპინგებსა და ფრინველებზე დაკვირვების ადგილები, ასევე ფრინველთა კვების სადგური, რომელიც იშვიათი სახეობებისთვის საკვების მიწოდებასა და მათზე დაკვირვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

„ახალი პროექტი ითვალისწინებს ჭაჭუნას აღკვეთილსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ჰაბიტატების აღდგენას, კონსერვაციას და ეკოტურისტული მიმართულების განვითარებას. პროექტის ფარგლებში შემოიღობა ტერიტორია, რომელიც ჭალის ტყის თვითგანახლებას უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი პროექტები სრულ თანხვედრაშია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების განვითარების პოლიტიკასთან. ანალოგიური პროექტები დაგეგმილია სხვა დაცულ ტერიტორიებზეც“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

უწყების ცნობით, ახალი ეკოტურისტული სერვისები დამატებითი შემოსავლის წყაროა როგორც დაცული ტერიტორიისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც უფრო აქტიურად ჩაერთვება ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში. ამასთან, პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკოს“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში