პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მატუშ ბუშოვსკისთან.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია.

ირაკლი ღარიბაშვილმა მატუშ ბუშოვსკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა ახალ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში