ბექა ლილუაშვილი - ერთი რამ დავიმახსოვროთ - ივანიშვილს თუ დასჭირდება პროდასავლელიც იქნება, პრორუსიც და ყველანაირად შეიცვლის პოზიციას თავის ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ „პროთავისი“ კაცია

ერთი რამ დავიმახსოვროთ ყველამ - ივანიშვილს თუ დასჭირდება პროდასავლელიც იქნება, პრორუსიც და ყველანაირად შეიცვლის პოზიციას თავის ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ „პროთავისი“ კაცია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილმა Politico-ს სტატიაზე გამოხმაურებისას აღნიშნა, რომ ივანიშვილის ოლიგარქობა ახალი არაა და იქამდე ეს ევროპარლამენტმაც თქვა.

„ერთი რამე დავიმახსოვროთ ყველამ, პირველ რიგში მოქალაქეებმა, ივანიშვილს თუ დასჭირდება პროდასავლელიც იქნება, პრორუსიც, პროევროპელიც და ყველანაირად შეიცვლის პოზიციას თავის ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ "პროთავისი" კაცია. შესაბამისად, დღეს შეიძლება პროევროპელობა სჭირდებოდეს და ხედავთ, სტატუსზე რეკომენდაციის მიღების შემდეგ უცებ შეცვალა რიტორიკა ხელისუფლებამ, ვითომ მე მივიღე რუსული კანონი და მერე უკან წავიღე, თითქოს მე ვაგინე და ვლანძღე დასავლეთი და მე შევქმენი „ხალხის ძალა“. სტატია შეიძლება შეკვეთილის იყოს, მაგრამ ფაქტს სწორს აღწერს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და შეკვეთილია თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?! ივანიშვილი რომ ოლიგარქია და გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ამაში აღმოჩენა არაფერია”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე - გახარიას მთავრობაში ყოფნისას თუ ახდენდა ივანიშვილი გავლენას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ლილუაშვილი პასუხობს, რომ „მაშინ ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარე იყო და ფორმალურად პასუხისმგებელიც იყო პოლიტიკურ პროცესებზე. "

„როცა გახარია გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, ივანიშვილი თვე-ნახევრის გადამდგარი იყო და კარგად მოისმინეთ მაშინ გახარიას წასვლის მიზეზები, მათ შორის, ის, რომ ივანიშვილი არაფორმალურად ჩაერთო პროცესებში, გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე