თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გარკვეული პირები აორგანიზებდნენ ბიზნესს, როცა წვევამდელის მიერ ონლაინ სტუდენტის სტატუსის მოპოვების გზით მისი სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება ხდებოდა შესაძლებელი

თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, გარკვეული პირები აორგანიზებდნენ ბიზნესს, როცა წვევამდელის მიერ ონლაინ სტუდენტის სტატუსის მოპოვების გზით მისი სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება ხდებოდა შესაძლებელი.

ამის თაობაზე გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რადაც პირველი მოსმენით, “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ.

მოქმედი “თავდაცვის კოდექსით“ ჯარში გაწვევის გადავადება ე.წ. ონლაინ სტუდენტებისთვისაც არის შესაძლებელი, რომლებიც დისტანციურად საზღვარგარეთის სასწავლებლებში სწავლობენ. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, რიგ ქვეყნებში ონლაინ სტუდენტის სტატუსის მოპოვება ძალიან მარტივია.

“ჩვენი ამოცანაა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჯარისგან თავის არიდების საშუალება არ მივცეთ და მეორეს მხრივ, განათლების მიღების უფლების რეალიზება მოხდეს. ონლაინ სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის ხუთი ალტერნატივა იქნება შეთავაზებული.

2025 წლიდან წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაიწვევიან და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მომზადდებიან. არის 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი მომზადების ვადა. ონლაინ სტუდენტებს 2025 წლიდან ეს ვარიაცია შეეთავაზებათ.

ონლაინ სტუდენტებს ასევე სტუდენტების სამხედრო მომზადების პროგრამას ვთავაზობთ, რაც წელიწადში ერთხელ, ერთი თვით სამხედრო მომზადების პროგრამის გავლას გულისხმობს, რაც თავსებადია სწავლებასთან. გარდა ამისა, ალტერნატივად არის შეთავაზება რეზერვის ოფიცრის მომზადების პროგრამა - ეს არის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის უქმე დღეების ხარჯზე შედგენილი 4-წლიანი პროგრამა.

გარდა ამისა, არსებობს აქტიური რეზერვის მიმართულება, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 4 წლის განმავლობაში, წელიწადში 45 დღე შეკრება, რაც უქმეების ხარჯზე მოხდება და ხელფასის მიღება. თუ სამ წელს შეასრულებენ სამხედრო სავალდებულო სამსახური შესრულებულად ჩაეთვლებათ“, - განაცხადა გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის მიერ ახლადმიღებული “თავდაცვის კოდექსით“ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ყველა სტუდენტი გადავადებით სარგებლობს. შეთავაზებული ცვლილებების პროექტის თანახმად, ეს არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს. აქედან გამომდინარე, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით.

მათთვის კანონი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ფორმის შერჩევის შესაძლებლობას დაადგენს: - რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა; სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე); სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში