შალვა პაპუაშვილი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, რისი გამოვლინებაცაა მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე.

ინფორმაციის თანახმად, არმენ გრიგორიანმა საქართველოს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის მზად იქნება, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას.

მხარეებმა, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილეს „შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება