საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში“ გაიმარჯვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების კონკურსის გამარჯვებულები სტუ-ის მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები - ირინე ყაჭიური და მარი თებიძე გახდნენ.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე აღნიშნავს, საგრანტო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტების გამარჯვებას უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების ხარისხი განაპირობებს, რაც თავის მხრივ ზრდის სტუდენტთა დაინტერესებასა და მოტივაციას, მეტად აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში და მეტად გამოიყენონ საერთაშორისო კვლევებში ინტეგრაციის შესაძლებლობები.

„ჩვენი ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო პროექტები წარადგინეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდების, არამედ ჩვენი უნივერსიტეტისა და მისი სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წარმატება. მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, ირინე ყაჭიურმა, პროფესორ გელა ყიფიანის ხელმძღვანელობით, საკონკურსოდ წარადგინა პროექტი - „ხარიხა ამწის დინამიკური კვლევა“, ხოლო ამავე პროგრამის მაგისტრანტის, მარი თებიძის საკონკურსო პროექტი - „ტალღამტეხი ნაგებობების მოწყობა ბეტონის ბლოკებით“ პროფესორ მანონი კოდუას მენტორობით შემუშავდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესი და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი მოტივირებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, მივცეთ მათ მყარი საფუძველი და გავუღვივოთ ინტერესი, რათა აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში და შეძლონ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება“, - აცხადებს გინა გურეშიძე.

მათივე ცნობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში“ 42 გამარჯვებულ პროექტს შორის ორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებს ეკუთვნით.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში