იაგო ხვიჩია თავდაცვის მინისტრის მოადგილეს - თქვენ ქართულ ჯარს ისეთი მონდომებით ანგრევთ, შემოგზავნილი ხომ არ ხართ „ნაცებიდან“?

თქვენ ქართულ ჯარს ისეთი მონდომებით ანგრევთ, შემოგზავნილი ხომ არ ხართ „ნაცებიდან“? - „ნაცების“ შეკვეთით შიგნიდან ხომ არ ანგრევთ „ქართულ ოცნებას“?! - ამ კითხვით „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს მიმართა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ის გიორგაძის CV-ს გაეცნო და აღმოაჩინა, რომ 2012 წელს „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი იყო.

„თქვენ 2018 წელს სასამართლოში იმ საქმეზე დაგკითხეს, როცა „ნაცებმა“ ნატო ჩხეიძეს და მის ოჯახს „იბერია“ წაართვეს. თქვენ, როგორც „იმედის“ იურისტმა, 2012 წლის თებერვალში „იმედს“ გადაუფორმეთ კომპანია, რომელიც სხვას ეკუთვნოდა. თქვენ სასამართლოზე ამბობდით, რომ ამის შესახებ არ იცოდით და მჯერა, რომ ამის შესახებ მართლა არ იცოდით, მაგრამ მაინტერესებს, რატომ დაიწყეთ „იმედში“ იურიდიული სამსახურის უფროსად მუშაობა? - რატომ შეძვერით გიორგი არველაძესთან?“, - მიმართა ხვიჩიამ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს.

ხვიჩიას პასუხი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაუბრუნა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხვიჩიას სუსტი საპარლამენტო ხულიგნობით თავის გატანა სურდა.

„გინდათ, რომ განსახილველი საკითხი ეპატაჟში გადაიყვანოთ. რასაც თქვენ აკეთებთ, არის ის, რომ ცდილობთ ადამიანის ღირსებაზე მოქმედებას, რა პროვოკაციასაც ყოველთვის მიმართავთ. ეს კოლეგიალური არ არის - ამით მხოლოდ თქვენი სისუსტე ჩანს“, - განაცხადა პაპუაშვილმა ხვიჩიას პასუხად.

პარლამენტი, პირველი მოსმენით, „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში