საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკთან არსებულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აფასებს ბანკის ამჟამინდელ პორტფელს, რომელიც შედგება 18 ინვესტიციისგან და მოიცავს 1,9 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო ADB-ს ჯამური პორტფელი 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

„მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ფისკალური და საბიუჯეტო პარამეტრები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რაც ქვეყანამ აჩვენა 2023 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კერძო სექტორის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური წინსვლისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის როლი გადამწყვეტია.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტირებას ახორციელებს რეფორმებში, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის გამარტივებას, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს კი მხარს უჭერს ქვეყნის − სატრანზიტო, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და ბიზნესჰაბის − პოტენციალის გამოვლენას.

პრემიერ-მინისტრმა ამავდროულად ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, იყოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების მასპინძელი 2024 წელს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი რეიჩელ ტომპსონი, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბერმენ ლამი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში