ირაკლი კობახიძე - 8 წაგებული არჩევნების შემდეგ აუცილებლად წააგებენ მე-9, მე-10 და მე-11 არჩევნებსაც - „ნაცმოძრაობაში“ მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან: „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“

მძიმე მდგომარეობაა. „ნაცმოძრაობაში“, როგორც იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 2012 წლიდან მოყოლებული, 8 წაგებული არჩევნების შემდეგ მე-9, მე-10 და მე-11 არჩევნებსაც წააგებს.

„თქვენ იცით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება „ქართული ოცნება“, თუმცა მათ უკვე 8 არჩევნები წააგეს, აუცილებლად წააგებენ მე-9 არჩევნებს, მე-10 არჩევნებს და გარანტირებულად, ასევე, მე-11 არჩევნებს. ყოველი არჩევნების წინ, ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მიგებენ, თუმცა შემდეგ საკუთარ ამომრჩეველს იმედს უცრუებენ. ამით, ალბათ, მისი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მათი რეიტინგი შემცირებულია, არის იმედგაცრუება. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების, იმდენჯერ მოატყუეს. 8-ჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს, 8-ჯერ წააგეს არჩევნები. რა თქმა უნდა, მეცხრედაც წააგებენ შემდეგ არჩევნებს.

მძიმე მდგომარეობაა. „ნაცმოძრაობაში“, როგორც იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“. გრძელდება ეს დაპირისპირება. აცხადებენ, რომ მელია აღარ იყო „ნაცმოძრაობის წევრი“, თუმცა მელიამ აუმხედრა 8 საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დასუსტებული და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა ის რღვევა, რომელიც გრძელდება „ნაცმოძრაობაში“.

თან ამბობენ, რომ არჩევნები უნდა მოიგონ, თან მათი ფორმალური თავმჯდომარე ამაყობს 16%-იანი რეიტინგით. შეიძლება ხაბეიშვილმა არ იცის დათვლა, მაგრამ სხვებმა ხომ იციან? ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16% -ით ვერ დაბრუნდები ხელისუფლებაში, მაგრამ სხვები ხომ არიან?!“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში