ირაკლი კობახიძე - POLITICO-ს სტატიაში ვიღაცამ ფული გადაიხადა - ვიცით, რომ ვიღაცები დარბიან ვაშინგტონში, თუ ბრიუსელში კაბინეტებში და ითხოვენ ქართველი პოლიტიკოსების, თუ სხვა ადამიანების სანქცირებას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაზეთ POLITICO-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე ვიღაცას თანხა ჰქონდეს გადახდილი.

როგორც მან განაცხადა, შეიძლება, ამ შემთხვევაში, ეს იყოს თუნდაც ლოკალური ქართული სუბიექტი.

მისვე განმარტებით, როგორც წესი, ასეთი სტატიები კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, შეკვეთით იწერება.

აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, POLITICO-ს მიერ გავლენიანი ადამიანების სია გამოქვეყნდა, სადაც ბიძინა ივანიშვილზე ნეგატიურ კონტექსტშია საუბარი და არის თუ არ ეს ერთგვარი მინიშნება იმისა, რომ ივანიშვილი სანქციების მხრივ ყურადღების ქვეშ არის.

ბიძინა ივანიშვილს ხომ არავითარი მინიშნება არ სჭირდება. მის მიმართ გაავრცელეს დე ფაქტო სანქციები, შვეიცარიულ ბანკში თანხები გაუყინეს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი არ წავიდა ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც მის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნიდა და ზიანს მიაყენებდა. აქ არავითარი მინიშნებები არ არის საჭირო და არავითარი შანტაჟი, მითუმეტეს POLITICO-ში დაბეჭდილი სტატიების სახით აქ ვერაფერს შეცვლის. ამ შემთხვევაში ეს ლოკალური საკითხი მგონია, ვიღაცამ ფული გადაიხადა და გამოაქვეყნა ეს სტატია. შეიძლება, ამ შემთხვევაში, ეს იყოს თუნდაც ლოკალური ქართული სუბიექტი. ჩვენ ვიცით, რომ ვიღაცები დარბიან და თან ამას აღიარებენ, ვაშინგტონში, თუ ბრიუსელში კაბინეტებში და ითხოვენ ქართველი პოლიტიკოსების, თუ სხვა ადამიანების სანქცირებას. შეიძლება ასეთი ლოკალური პრობლემაც იყოს სახეზე“, - განაცხადა კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი