სახალხო დამცველმა კონფერენციაში - „სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები - პროგრესი და გამოწვევები“ მონაწილეობა მიიღო

2023 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები - პროგრესი და გამოწვევები. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე განიხილეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირების გამოწვევები, სამუშაო ადგილზე და უმაღლეს სასწავლებლებში სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების იმპლემენტაციის კარგი პრაქტიკის მაგალითები, გაცვალეს ინფორმაცია სარგებლის და გამოწვევების შესახებ.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავის გამოსვლაში ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატზე და დისკრიმინაციის ფორმად სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრის სიკეთეებზე ისაუბრა.

„ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო გარანტიებისა თუ შიდა მექანიზმების შემუშავების დადებითი დინამიკის მიუხედავად, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. არის შემთხვევები, როცა დისკრიმინაციის მსხვერპლები, უარს ამბობენ უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებაზე, ერთი მხრივ, მტკიცებულებების შეგროვების პრობლემების და მეორე მხრივ საზოგადოებრივი წნეხის გამო. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად, ქალთა წინააღმდეგ, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება.

სახალხო დამცველმა თავის გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა აპარატის მიერ შესწავლილი სექსუალური შევიწროების ფაქტები, მომზადებული რეკომენდაციები, გადაწყვეტილებები და გამოცემული სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები. ისაუბრა აპარატის მიერ მომზადებულ ელექტრონულ კურსზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით შემუშავებულ პრაქტიკულ სახელმძღვანელოზე, მთელი საქართველოს მასშტაბით სექსუალური შევიწროების საკითხებზე ჩატარებულ ათეულობით ტრენინგზე, საინფორმაციო შეხვედრასა და სემინარზე; ასევე, საინფორმაციო კამპანიებზე.

საგულისხმოა, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის პოზიტიურმა პრაქტიკამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა აამაღლა, რამაც მომართვიანობა გაზარდა.

კონფერენციაზე სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანა კვაჭაძემ მოხსენება წარმოადგინა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებზე.

ღონისძიების მონაწილე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და აკადემიის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების დანერგვის და აღსრულების და ამ მიზნის მისაღწევად შემდგომი ნაბიჯების განსასაზღვრად.

კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო