ცესკოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ცესკოს დელეგაციამ 28 ნოემბერს შეხვედრები გამართა ვაშინგტონში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სათავო ოფისებში.

„შეხვედრების მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ადმინისტრაცია მზად არის ელექტრონული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მისივე თქმით, აღნიშნული პირველი ოქტომბრის არჩევნების აუდიტის შედეგებმაც დაადასტურა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ელექტრონული არჩევნების მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების მიზნით მიმდინარე საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის შესახებ, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონული სერვისების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

შეხვედრებზე ცესკოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ მრავალწლიანი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ამ ორგანიზაციებთან აქვს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა საარჩევნო და დემოკრატიულ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე შედიან, ოფიციალურ შეხვედრებს 29-30 ნოემბერსაც გამართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო