თინა ბოკუჩავა - პოლიტსაბჭოს გაფართოება არის მნიშვნელოვანი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის ესაა შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც, შესაძლოა, ეძებდნენ გზებს, გააგრძელონ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან

პოლიტსაბჭოს გაფართოება არის მნიშვნელოვანი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის, ესაა შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც, შესაძლოა, ეძებდნენ გზებს, გააგრძელონ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან, - ამის შესახებ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, “ნიკა მელიამ უარი თქვა ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაზე, რითაც დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა, თუ ის შეცვლის ამ გადაწყვეტილებას და სურს პარტიაში დაბრუნება, კარი მუდმივად ღიაა ყველასთვის, ვინც საკუთარ თავს ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს“.

„მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. თუ ამ გადაწყვეტილებას შეცვლის და უარს აღარ იტყვის ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაზე, ალბათ, პოლიტსაბჭოც არ იქნება წინააღმდეგი, ეს მოცემულობა განიხილოს. მე არასერიოზულად და კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია საერთო დიდი მიზნებისთვის ყოველ სამ თვეში არჩევნების მოთხოვნის დაყენება. არასერიოზულია ეს მაშინ, როცა გველოდება დიდი, გადამწყვეტი გეოპოლიტიკური არჩევნები და ყველამ ერთმანეთს უნდა ჩავჭიდოთ ხელი, მიუხედავად აზრთა სხვაობისა არამხოლოდ პარტიაში, ზოგადად ოპოზიციაში, თუ გვინდა, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგოთ.

პოლიტსაბჭოს გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პრეზიდენტი სააკაშვილის ინიციატივა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია, რომ ერთიანი ძალებით შევიდეთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებში. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, ძალიან სწორი, კარგი ინიციატივაა პოლიტსაბჭოს გაფართოება, სადაც დაგვემატება ბევრი მებრძოლი ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბრძოლის, ისევე, როგორც ახალგაზრდები, რომლებიც საინტერესო ხედვებს შემოგვთავაზებენ, რათა პარტიამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოხდეს პროდასავლური კოალიციის ფორმირება,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, მან უპასუხა გოცირიძეს, რომელიც ამბობს, რომ ყრილობის მოწვევის გარეშე პოლიტსაბჭო ვერ გაფართოვდება და ამას ითვალისწინებს წესდება. ბოკუჩავა აცხადებს, რომ „წესდება შედგენილია ბევრი მაღალკვალიფიციური იურისტის მიერ და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ, არის წესდების შესაბამისი“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო