ლაშა ფარულავა - „ნაციონალური მოძრაობის” კარი ყველასთვის ღია იქნება, ვინც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს

ეს ინიციატივა გულისხმობს ერთიანობის მანიფესტის სულისკვეთების განხორციელებას და ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის” კარი ყველასთვის ღია იქნება, ვინც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს „ერთიან ნაციონალური მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომის მიზეზს, გაფართოების გეგმას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გაფართოების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაძლიერდება და ერთიანი ძალებით იბრძოლებს „ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”.

„მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის, ერთიანობის მანიფესტის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო ფართოვდება, ძლიერდება და ცხადია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ერთიანობით და ერთიანი ძალისხმევით იბრძოლებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კარი არის ღია ყველა ინიციატივისთვის, რომელიც მოემსახურება რუსული რეჟიმის დემონტაჟს. ეს ინიციატივა გულისხმობს ერთიანობის მანიფესტის სულისკვეთების განხორციელებას და ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის” კარი ყველასთვის ღია იქნება, ვინც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 16:00 საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, სადაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მათ საბჭოს გაფართოების ინიციატივას წარუდგენს. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, „გამარჯვების პლატფორმის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საზოგადოებას დღეს 16:00 საათის შემდეგ, ექნება კონკრეტული ინფორმაციები იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო