სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა

თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციამ, ლისის ტბაზე, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად, საქველმოქმედო მარათონი გამართა. საქველმოქმედო გარბენს არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოების წარმომადგენლები, სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაციები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ.

„ესაა პატივისცემის გამოხატვა. ჩვენ გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ გვყავს ხალხი, რომელმაც ბევრი მამაცური საქმე გააკეთა სამშობლოსთვის. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ არსებობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა . ფონდი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ის ყოველწლიურად მრავალი ღონისძიებას ატარებს.ფონდი საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხას იძიებს და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - განაცხადა აშშ-ს სამხედრო ატაშემ საქართველოში რეთ კრისტენსენმა.

საქველმოქმედო მარათონისთვის, მონაწილეთა მხრიდან, თანხებიც შეგროვდა, რომელიც სრულად გადაირიცხა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში".

„ჩვენ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, მთელ ქვეყანას და არა მხოლოდ მათ, ვინც თავდაცვის ძალებშია გაწევრებული, რომ ისინი, ვინც მსახურობენ და კვლავაც იმსახურებენ, არასოდეს იქნებიან დავიწყებულნი“, - განაცხადა ლიეტუვის სამხედრო ატაშემ საქართველოში დონატას რუპშისმა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომლის გარშემოც გაერთიანდნენ მარათონის მონაწილეები, 2018 წელს კომპანია სილქნეტმა დააფუძნა. ფონდის ბენეფიციართა რიცხვი რამდენიმე ასეულს უტოლდება. დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრების სამედიცინო, სარეაბილიტაციო და სხვა საჭიროებებს ხმარდება ფონდში განხორციელებული თითოეული დონაცია. დღეის მდგომარეობით, ფონდის სახსრებიდან 2,226,643.95 ლარია დახარჯული. სილქნეტის თანამონაწილეობა 1 300 000 ლარით განისაზღვრება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქველმოქმედო მარათონი და მსგავსი მხარდამჭერი აქციები, თანადგომის საუკეთესო მაგალითია და ხელს უწყობენ ცნობიერების ამაღლებას.

დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია თვალი ადევნოს ფონდის საქმიანობას საიტზე wwsf.ge. ფონდის საქველმოქმედო ნომერია - 0 091 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის