მიხეილ სააკაშვილი - რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ - უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში, გასული წლის მარტში ვიყავი მოწამლული

უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში, გასული წლის მარტში ვიყავი მოწამლული, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ.

„ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, რომ 2008 წელს იმავე ნივთიერებებით მოწამლეს უკრაინის იარაღის ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი ბონდარჩუკი, რომელიც ძალიან გვეხმარებოდა უკრაინიდან თავდაცვის საშუალებების მიღებაში. მაშინ მე ის ვახტანგ გორგასლის ორდენით დავაჯილდოვე”, - წერს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო