სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით, კაკლისა და ნუშის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სახელმწიფოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით შექნილი კაკლისა და ნუშის გადამამუშავებელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, სოფლის მეურნეობის დარგში კიდევ უფრო მეტ პროგრესს მოგვიტანს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი საწარმო არის კერძო და საჯარო სექტორის, ასევე usaid-ის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი, რაც მიემართება ადგილობრივი ფერმერების გაძლიერების, სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივი ფერმერების გაძლიერებისაკენ.

„შპს Nuts Processing-მა საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია; კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. საწარმოს წარმადობა 600 ტონას შეადგენს. ამ ეტაპზე, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია შიდა ბაზარზე ხორციელდება, იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

აღსანიშნავია, რომ გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილია კაკლოვანი კულტურების გადამამუშავებელი 15 საწარმო, სახელმწიფო თანადაფინანსება 7.1 მლნ ლარს აღემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა