ანონსი  30 ნოემბერი

30 ნოემბერს, 09:30 საათზე, პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის - „მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასება და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობა" ზეპირი მოსმენა გაიმართება.

ადგილი: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

30 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართება ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალი, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს.

მინისტერიალს დაესწრებიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, ასევე CAREC-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები.

30 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) გამართავს საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გეგმის, წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში პოლიტიკური მონაწილეობის საკითხების შესახებ.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე.

მის: რესპუბლიკის მოედანი #1

30 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სასამართლოს გუშაგი გამართავს ღონისძიებას - „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თამაშის წესები", სადაც წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის შეფასებები და რეკომენდაციები.

საკონტაქტო: თორნიკე აბულაძე - 577 05 02 43

30 ნოემბერს, 10:30 საათზე, ევროპის მოედანზე, სამოქალაქო საზოგადოების პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის ფარგლებში დაანონსდება მარში, რომელიც 9 დეკემბერს გაიმართება და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნება.

30 ნოემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე - ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გადააზრება სამხრეთ კავკასიაში.

მის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველ კორპუსში, აუდიტორია 107 (ილია ჭავჭავაძის გამზირი #1).

საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე - 598 66 88 06

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N239

(C კორპუსი, II სართული)

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, მე-4 საჯარო სკოლასთან, „ლელოს“ წევრები, დეა მეტრეველი და ნიკა ჩერქეზიშვილი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „უფასო I.T. სკოლები საქართველოში“.

მის: ცოტნე დადიანის 19

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და პანელური დისკუსია თემაზე „ღირებულებათა ჯაჭვის კვლევები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში".

ღონისძიებას გახსნის USAID/საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლისა კოვაკი და PMCG-ის საჯარო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი დავით ლეჟავა.

საკონტაქტო: ნინი მეტრეველი - 571 28 10 10

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2023 წლის ოქტომბერი

მის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ც.დადიანის #30)

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საია გამართავს კვლევის პრეზენტაციას 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის მონიტორინგის თაობაზე შრომითი და გარემოსდაცვითი უფლებების მიმართულებით.

მის: თავისუფლების მოედანი 4

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, 14 წამყვანი ბიზნესასოციაცია გააკეთებს ერთობლივ განცხადებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

მის: თავისუფლების მოედანი 4

საკონტაქტო: ანი გაბრიჭიძე - 599 952727

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N418

(C კორპუსი, IV სართული)

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

30 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორის, ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შემოღების საკითხი. საცობების პრობლემა."

მის: კოსტავას 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 ნოემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

30 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ქმრის მიერ, ავტობუსში,

31 წლის ქალის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართება.

საკონტაქტო: მაგდა გუგულაშვილი - 555 788 338

30 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

ადგილი: პლენარულ სხდომათა დარბაზი

30 ნოემბერს 12:00 საათზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, კახეთის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგონების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც მთავრობის და კანადის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: სასტუმრო “სტამბის” The Dome-ში

საკონტაქტო: ნათია მსხილაძე - 591 05 19 05

30 ნოემბერს, 15:00 საათზე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართება სკოლა-ბიზნესის ფორუმი თბილისის მასშტაბით.

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ: USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კორინ რათბლუმი, კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი და კომპანია „ბიბლუსის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ანა ივანიშვილი.

მის.: რესპუბლიკის მოედანი #6

საკონტაქტო: თიკო ბაქრაძე - 593 48 44 99

30 ნოემბერს, 15:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410

30 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის-GCSD ორგანიზებით, მშვიდობის სინაგოგაში ქართველი ებრაელების შესახებ, საჯარო ლექცია გაიმართება.

მის: სპირიდონ კედიას ქუჩა #6

30 ნოემბერს, 17:00 საათზე, „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით.

30 ნოემბერს, 20:00 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში (კახეთის გზატკეცილი), ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: ბათუმში ენმ-ის აჭარის უმაღლესი საბჭოში ფიზიკური დაპირისპირება

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

მის: კახეთის გზატკეცილი #45

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა