კატარის საგარეო უწყების სპიკერი - იმედი გვაქვს, რომ უახლოეს რამდენიმე საათში მძევლების ბოლო ჯგუფს გამოუშვებენ, მაგრამ ასევე შევძლებთ ზავის გახანგრძლივების დაანონსებას

კატარი ძალიან ოპტიმისტურია, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ზავი უახლოეს საათებში კვლავ გახანგრძლივდება, - ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ CNN-თან საუბარში განაცხადა.

„იმედი გვაქვს, რომ უახლოეს რამდენიმე საათში [მძევლების] ბოლო ჯგუფს გამოუშვებენ, მაგრამ ასევე შევძლებთ [ზავის] გახანგრძლივების დაანონსებას. ძალიან ოპტიმისტურად ვართ, რომ დღეს პოზიტიური ახალი ამბების გაზიარება შეგვეძლება“, - განაცხადა ალ-ანსარიმ.

სპიკერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და "პოტენციური გახანგრძლივება იგივე პარამეტრების ქვეშ" იქნება, როგორც წინა შეთანხმებები.

ალ-ანსარის თქმით, მოლაპარაკებები “პოზიტიურ გარემოში” მიმდინარეობს.

„პრიორიტეტი გავუკეთეთ იმათ, ვინც მძევლებს შორის ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა, ანუ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც უმთავრესი არიან. სამოქალაქო მამაკაცების გათავისუფლებისკენ მივდივართ და შემდეგ უფრო ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვექნება ჯარისკაცებზე“, - განაცხადა ალ-ანსარიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო